საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა მონაწილეობა მიიღო საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაში, ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მინისტრის მოადგილემ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ბერძენ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მახარობლიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს და საბერძნეთს ისტორიული დროიდან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ. ვახტანგ მახარობლიშვილმა დადებითად შეაფასა ქვეყნებს შორის როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობა და ხაზი გაუსვა მაღალი დონის ვიზიტების დინამიკას.

მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული მადლიერებით აღნიშნა საბერძნეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც ქართველ სტუდენტებს საბერძნეთის უნივერსიტეტებში ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

„საქართველო ყოველთვის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი იყო, ამიტომ ევროპაში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია შეუქცევადია. ჩვენ მადლობას ვუხდით საბერძნეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის“- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ მახარობლიშვილმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება.

ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსის წევრები ესწრებოდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა