ირაკლი სესიაშვილი - იმ ფურცლით აპელირება  ჩემთვის იყო მამუკა ხაზარაძის სტრატეგიის კრახი

მამუკა ხაზარაძემ აპელირება გააკეთა ქაღალდზე, რომელზეც არანაირი იდენტიფიკაციის საშუალებები არ არსებობს, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელს პატივს სცემს, თუმცა მიიჩნევს, რომ ხაზარაძის მხრიდან ამ წერილზე საუბრით რაიმეს გადაფარვის მცდელობას ჰქონდა ადგილი და როგორც მოქალაქემ ხაზარაძის სიტყვების მიმართ ნდობა დაკარგა.

„ძნელია ვისაუბრო ფაქტებით იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში, საგამოძიებო მასალებთან წვდომა არ მაქვს. ჩემს აზრს გეტყვით იმაზე, რაც ბატონმა მამუკამ გააკეთა. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ბატონი, მამუკა არის ძალიან ნიჭიერი ადამიანი. მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საფინანსო ორგანიზაციის ჩამოყალიბებაში, თუმცა მისი მხრიდან, გულწრფელად გეუბნებით, რომ ჩემთვის მოულოდნელი იყო, რაც მან გააკეთა. მან აპელირება გააკეთა ქაღალდზე, რომელზეც არანაირი იდენტიფიკაციის საშუალებები არ არსებობს. ამ ყველაფერზე რეაქცია მას მაშინ ჰქონდა, როცა მის მიმართ წაყენებული იყო ბრალდება.

მამუკა ხაზარაძისა და იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც მომეტებული პასუხისმგებლობა აქვთ, ასევე იმ ადამიანების, რომლებსაც საზოგადოების მხრიდან მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვებათ, ასე მარტივად ვინმესთვის რამის დაბრალება არასწორია. თუ მტკიცებულება არ გაქვს და გამოდიხარ ბრალდებით... ვფიქრობ იმ ფურცლით აპელირება ვიდრე რაიმე ექსპერტული დასკვნა არ არსებობს, ჩემთვის იყო მამუკა ხაზარაძის სტრატეგიის კრახი“, - განაცხადა სესიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა