ირაკლი სესიაშვილი - სტოლტენბერგმა არჩევნებთან დაკავშირებით თემა  საერთოდ აირიდა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან დახურულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეხება.

როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სტუმრობისას სესიაშვილმა განაცხადა, ალიანსის ლიდერმა ხაზი გაუსვა ქართველი ჯარისკაცებისა და ოფიცრების მონაწილეობას ავღანეთსა და სხვა მისიებში.

ამასთან, გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე - დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სტოლტენბერგმა თითი დაუქნია ხელისუფლებას - სესიაშვილი პასუხობს, რომ თუ ვინე ასე ფიქრობს, ძალიან ცდება. სესაიშვილის თქმით, მისთვის უცნობია, გაიმართა თუ არა საუბარი ანაკლის პორტის მშენებლობის თაობაზე საქართველოს პრემიერსა და ალიანის ლიდერს შორის.

„ძალიან ვწუხვარ, რომ საზოგადოებას შეექმნა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ვინმე ჩვენს ხელისუფლებას ან ჩვენს ქვეყანას თითს უქნევს. თუ ვინმე ასე ფიქრობს, ძალიან ცდება. ვწუხვარ, რომ ოპოზიცია, რიგ შემთხვევებში, ძირითადად იმას აჟღერებს, რაც მას სურს, მიუხედავად იმისა, თუ რა იყო რეალური და მთავარი თემა სტოლტენბერგთან. გავიმეორებ, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ბატონმა სტოლტენბერგმა თემა საერთოდ აირიდა და თქვა, რომ კი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში დემოკრატია იყოს, მაგრამ არჩევნების შეფასებას მე, ნუ მომთხოვთო. ჩვენ ვკითხულობთ და ვეყრდნობით სხვადასხვა პარტნიორი საერთაშორისო ორგანზიაციების დასკვნასო. დაახლოებით 10-15 წამი მოიცვა ამ ყველაფერმა მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები რამდენჯერმე შეეცადნენ, რომ ამ მიმართულებით დაესვათ კითხვა. რა თქმა უნდა, მთავარი თემა იყო ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, ოკუპირებული ტერიტორიები, რეფორმები ჩვენი ქვეყნის მომავალი და პერსპექტივები.

ჩვენ შეხვედრა შეეხვედრისთვის კი არ გვქონდა, ჩვენ გვაინტერესებს, როდის გახდება საქართველო ნატო-ს წევრი. ჩვენ გვაიტერესებს, რამე ისეთი, მნიშვნელოვანი რეფორმა ხომ არ არის, რაც წინ წაგვწევს?! გვაინტერესებს, უსაფრთხოების რა პროექტები იგეგმება ჩვენს რეგიონში, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და მოსახლეობა. ამაზე იყო მთელი საუბარი და აქ, რა თქმა უნდა, სტოლტენბერგის მხრიდან, აბსოლუტურად, არაჩვეულებრივი შეფასებები იყო“, - განაცხადა სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, ჩრილოატლანტიკური ალიანსის ლიდერი საქართველოს 24-25 მარტს სტუმრობდა.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით