ბათუმში კონფერენცია „არჩევნების მთლიანობა-კიბერ უსაფრთხოება და ინფორმაციის სანდოობა ციფრულ ეპოქაში“ იმართება

„არჩევნების მთლიანობა-კიბერ უსაფრთხოება და ინფორმაციის სანდოობა ციფრულ ეპოქაში“, - ბათუმში ამ თემაზე საარჩევნო ადმინისტრაციების მე-9 ყოველწლიური კონფერენცია იმართება.

კონფერენციაში საარჩევნო ადმინისტრაციის 19 ქვეყნის საარჩვნო საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

შეკრებილები განიხილავენ ტექნოლოგიურ საფრთხეებს საარჩევნო პროცესში და მათი გადაჭრის გზებს, ასევე ამომრჩეველთა მონაცემების შეგროვების დამუშავებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს. ისაუბრებენ კიბერ უსაფრთხოების მიზნით უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

ორგანიზატორების თქმით, აღნიშნული შეხვედრა ყოველწლიურად იმართება და მონაწილეები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებასა და სამომავლო გეგმებს უზიარებენ.

კონფერენცია ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გახსნა. მან საარჩევნო ადმინისტრაციის გამოწვევებზე ისაუბრა, ასევე წარადგინა პრეზენტაცია სახელწოდებით "პირველი დემოკრატიული არჩევნების 100 წლის იუბილე დამოუკიდებელ საქართველოში".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა