ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო - ჰაერში ნახშირორჟანგის რაოდენობამ მსოფლიოში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

მსოფლიოში 2018 წელს ჰაერში ნახშირორჟანგის რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო იტყობინება.

ორგანიზაციის ცნობით, ქვანახშირისა და ენერგიის სხვა წყაროების მოპოვების შედეგად, ჰაერში გავრცელებულმა ნახშირორჟანგმა მაღალ მაჩენებელს ძირითადად აზიის კონტინენტზე მიაღწია.

გამონაბოლქვი 2017 წელთან შედარებით 1,7 პროცენტით გაიზარდა და 33,1 მილიარდ ტონას მიაღწია, რაც 2013 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ევროპაში კი 2018 წელს 2017 წელთან შედარებით მავნე ნივთიერებების რაოდენობა 1,3 პროცენტით შემცირდა.

შეგახსენებთ, ჰაერში ნახშირორჟანგის დიდი რაოდენობა მსოფლიოში საშუალო ტემპერატურის ზრდის მთავარი მიზეზია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო