ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი კი არ დგას ჩვენს გვერდით, ჩვენ ვდგავართ მის გვერდით იმიტომ, რომ ის არის პარტიის ლიდერი

ბიძინა ივანიშვილი კი არ დგას ჩვენს გვერდით, ჩვენ ვდგავართ მის გვერდით, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, გუნდში არსებულ დაპირისპირებაში დგას თუ არა ბიძინა ივანიშვილი მის გვერდით.

ბიძინა ივანიშვილი კი არ დგას ჩვენს გვერდით, ჩვენ ვდგავართ მის გვერდით იმიტომ, რომ ის არის პარტიის ლიდერი. ასე მარტივადაა ეს ყველაფერი და ბუნებრივია, სხვა ალტერნატივა ამას არ აქვს. როცა გუნდს ჰყავს ლიდერი, ბუნებრივია, გუნდის წევრები უნდა დადგნენ გუნდის ლიდერთან ერთად. ეს არის რეალური სურათი და ამას შეტრიალება არ სჭირდება. არასწორია ამ სურათის შეტრიალება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა