აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - ვეთანხმებით საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ს რეკომენდაციებს, მათი შესრულება მნიშვნელოვანია

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ს დასკვნას იზიარებს.

როგორც ელჩი აცხადებს, ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება, მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ვიზიარებთ ეუთო-ს დასკვნას არჩევნებთან დაკავშირებით, ვიზიარებთ იმას, რომ იყო როგორც პოზიტიური საკითხები, ასევე გარკვეული პრობლემები. სწორედ მათ გადასაჭრელად ეუთო-მ შეიმუშავა ბევრი რეკომენდაცია, რომელიც გააუმჯობესებს საარჩევნო პროცესს. ჩვენ ვეთანხმებით ამ რეკომენდაციებს და მათი შესრულება არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა როს უილსონმა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გასული წლის ოქტომბერში ჩატარდა.

იხილეთ ვიდეო: