მექსიკის პრეზიდენტმა ესპანეთის მთავრობასა და რომის პაპს მიმართა, 500 წლის წინ დაშვებული შეცდომების გამო, ბოდიში მოიხადონ

მექსიკის პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა ესპანეთის მთავრობასა და რომის პაპს მიმართა, ბოდიში მოიხადონ მექსიკის მკვიდრი მოსახლეობის წინაშე იმ შეცდომებისთვის, რომელიც კოლონიზაციის დროს, 500 წლის წინ იყო დაშვებული.

„მე უკვე გავუგზავნე წერილი ესპანეთის მეფეს და კიდევ ერთი წერილი რომის პაპს, რომელშიც მოვუწოდე მათ ბოდიში მოიხადონ იმისთვის, რასაც დღეს ადამიანის უფლებების დარღვევას ვუწოდებთ“, - განაცხადა მექსიკის პრეზიდენტმა.

წერილში აღნიშნულია ის მასობრივი მკვლელობები, რომელიც ესპანელების მიერ მექსიკის დაპყრობისას, მე-16 საუკუნის დასაწყისში მოხდა.

„ტაძრებზე ეკლესიები ააშენეს, ჩვენი პატრიოტი გმირები ეკლესიიდან გააძევეს. ჩვენ შერიგებაზე ვართ განწყობილნი, თუმცა ჯერ ბოდიშის მოხდას ვითხოვთ“, - აღნიშნა ლოპეს ობრადორმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა