ირაკლი კობახიძე - არავის მოგვეწონა, რა გარემოშიც საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა - საპარლამენტო არჩევნები ბევრად უკეთესი უნდა იყოს

არავის მოგვეწონა, რა გარემოშიც საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა - საპარლამენტო არჩევნები ბევრად უკეთესი უნდა იყოს, - აღნიშნული განცხადება დღეს პარლამენტში, პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეუთო/ოდირის რეკომენდაციები მნიშვნელოვანია და საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები სწორედ მათთან კონსულტაციებისა და თანამშრომლობის საფუძველზე მომზადდება.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ასევე იზრუნებს პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების დაძლევაზე.