ცესკოს შუალედური არჩევნების ჩატარება 5 მილიონამდე ლარი უჯდება

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შუალედური არჩევნების ჩატარება 4 მილიონ 466 ათას 910 ლარი უჯდება.

19 მაისს გასამართი პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხების ხარჯთაღრიცხვა უკვე გაწერილია.

დადგენილებას ხელს კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია და კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი აწერენ.

4 466 910 ლარიდან შრომით ანაზღაურებაზე ჯამში, 2 664 104 ლარი დაიხარჯება. საქონელსა და მომსახურებაზე - 724 192 ლარია გაწერილი; სხვა ხარჯებისთვის, რომელიც არ არის დაკონკრეტებული, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 1078 614 ლარი აქვს გამოყოფილი.

საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლეთა დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 770 400 ლარი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა