ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სოციალურ მუშაკებთან დაკავშირებით მოსმენა იგეგმება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის ინფორმაციით, 29 მარტს სოციალური მუშაობის საკითხზე პარლამენტში

საკომიტეტო მოსმენა იგეგმება. ამის შესახებ კილაძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კილაძემ აღნიშნა, სოციალური მუშაკების მოთხოვნა სამართლიანია და მთავრობა ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას 2020 წლიდან აპირებს.

კილაძემ ერთი წლით საკითხის გადავადების მიზეზად ფინანსური პრობლემები დაასახელა.

„მგონია, რომ სოცმუშაკების მოთხოვნები არის სამართლიანი. ის პირობები, რომელშიც მათ უწევთ მუშაობა, ნამდვილად არ არის ის, რასაც ჩვენ მათთვის ვისურვებდით. თუმცა, არის მეორე გარემოებაც, ეს არის სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობები და რესურსები. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ ამ რეფორმის შექმნისას, სახელმწიფოს ნამდვილად არ ჰქონდა შესაძლებლობა ეს ერთბაშად გაეკეთებინა, გადავწყვიტეთ, რომ 2020 წლიდან კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ. წლევანდელი წელი ავიღეთ მოსამზადებლად. ვაპირებთ სერთიფიცირების პროექტის დაწყებას, სწორედ იმის გამო, რომ უამრავი სოციალური მუშაკი, რომელიც დღეს არის დასაქმებული, არ არის პროფესიით სოციალური მუშაკი. ეს არის სერიოზული ხარვეზი. გარდა ამისა, ამ სფეროში არის უამრავი ხარვეზი და იმისთვის, რომ ყველაზე დაჩაგრული ჯგუფები გვყავდეს მოწოდების სიმაღლეზე და დავიცვათ, პირველ რიგში უნდა დავიცვათ სოციალური მუშაკები. ამაზე ორი აზრი არ არსებობს“, - განაცხადა კილაძემ.

მისივე თქმით, მას ჰქონდა ჯანდაცვის სამინისტროსთან კომუნიკაცია და შესაძლოა კონსენსუსი იქნას მიღწეული.

„კომიტეტთან მოთხოვნა ან თხოვნა არ ყოფილა რაიმე ფორმით ჩავრთულიყავით ამ საქმეში, თუმცა, მქონდა მუდმივი კონტაქტი ჯანდაცვის სამინისტროსთან და ვიცი, რომ კონკრეტული გეგმა იყო შემუშავებული და არის კონსენსუსის ლუფტი, მოხდება შეჯერება ამ საკითხებთან დაკავშირებით, რომ გათვალისწინებული იყოს მათი ინტერესებიც და სახელმწიფოც ინტერესებიც იმ კუთხით, რომ დღევანდელი მოცემულობით არ არის საკმარისი ფინანსური რესურსი. 29 მარტს 11 საათიდან ვგეგმავთ საკომიტეტო მოსმენას სოციალური მუშაობის თემაზე, როგორ სრულდება ის რეფორმა, რომელიც დავიწყეთ. და დიდი იმედი მაქვს, იმ საკომიტეტო მოსმენაზე ბევრი მხარე იქნება წარმოდგენილი, სადაც უფრო ნათლად დავინახავთ სად ვართ, რა კეთდება და რა შეიძლება სასწრაფოდ გავაკეთოთ“, - აღნიშნა კილაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს