პარლამენტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესამოწმებლად კომპანია უკვე შეარჩია

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018-2019 წლების ფინანსურ აუდიტს შპს „დელოიტი და ტუში“ განახორციელებს.

საქართველოს პარლამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე კომპანიებიდან სწორედ აღნიშნული აუდიტორული კომპანია შეირჩა, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2-წლიანი ფინანსური საქმიანობის შესასწავლად 317 ათასს ლარს აიღებს. თანხის გადახდა დადგენილების მიხედვით, თავად სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მოუწევს.

დადგენილების მიხედვით, რომელსაც 22 მარტს, პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აწერს ხელს, აუდიტის სამსახურს უკვე დაევალა შერჩეულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განუცხადეს „დელოიტი და ტუში“ მსოფლიო აუდიტორულ კომპანიების იმ კატეგორიაში შედის, რომელსაც „დიდ ოთხეულს“ უწოდებენ. „დელოიტი“ საქართველოში პროექტებს 1995 წლიდან ახორციელებს, ოფიციალური ოფისი კი 2001 წელს გაიხსნა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო