ირაკლი კობახიძე - თუ ვინმე დაასახელებს ევროკავშირის თუნდაც ერთ ქვეყანას, სადაც მოსამართლეების შესახებ ასეთი ღია პროცედურაა წარდგენილი, შეგვიძლია ჩვენი კანონპროექტი გავიწვიოთ

თუ ვინმე დაასახელებს ევროკავშირის თუნდაც ერთ ქვეყანას, სადაც მოსამართლეების შესახებ ასეთი ღია და გამჭვირვალე პროცედურაა წარდგენილი, მაშინ ჩვენ შეგვიძლია გავიწვიოთ ჩვენი კანონპროექტი, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში კვლავ ოდიოზური მოსამართლეების გვარები ვიხილოთ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მისი კაბინეტის სახელით მომზადებული კანონპროექტი იმის გარანტიაა, რომ პარლამენტმა საზოგადოების მოსაწონი გადაწყვეტილება მიიღოს.

„ეს არის უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურა. თუ ვინმე დაასახელებს ევროკავშირის თუნდაც ერთ ქვეყანას, სადაც ასეთი ღია და გამჭვირვალე პროცედურაა წარდგენილი უზენაესი სასამრთლოს მოსამართლეების არჩევისთვის, მაშინ ჩვენ შეგვიძლია გავიწვიოთ ჩვენი კანონპროექტი.

ჩვენ ვამზადებთ პროცედურას, რომელიც იქნება დროში ხანგრძლივი, ღია და გამჭვირვალე. საზოგადოებას შეეძლება ამ პროცესის თითოეულ საფეხურზე დაკვირვება. ეს არის იმის გარანტია, რომ საბოლოო ჯამში, პარლამენტი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არის საზოგადოების ინტერესებში და რომელიც მისთვის მოსაწონი იქნება. სწორედ ეს კანონპროექტია ამის გარანტია და ამის შედეგს საზოგადოება თავად იხილავს,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო