ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დღეს გამართულ შეხვედრაზე პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობაზე, სამომავლო პერქპექტივებსა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს.

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები გრძელდება. ირაკლი ღარიბაშვილი უკვე შეხვდა სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელებს.