ხატია მოისწრაფიშვილი - იმისთვის, რომ შეწყალების კომისიამ იუსტიციის სამინისტროს ქვეშ იმუშაოს, საჭიროა კანონში ცვლილებები და ამაზე მუშაობა მიმდინარეობს

პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ შეწყალების კომისიამ იუსტიციის სამინისტროს ქვეშ იმუშაოს, საჭიროა ზოგიერთი საკანონმდებლო ცვლილების მიღება და სწორედ ამ თემაზე მიმდინარეობს მუშაობა.

ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, შეწყალებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მიიღებს.

"ეს საკითხი არის შეთანხმებული, შესწავლილი. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მუშავდება კონცეფცია, რომლის მიხედვითაც კომისია იმუშავებს იუსტიციის სამინისტროს ქვეშ. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმაც განაცხადა, თუმცა შეწყალება არის საქართველოს პრეზიდენტის დისკრეცია და ნებისმიერ შემთხვევაში, შეწყალებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი", - განაცხადა პრესსპიკერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა