ირაკლი სესიაშვილი - ყველამ კარგად გაიაზროს, რომ ეს ქვეყანა უნდა იყოს კორუფციის გარეშე და სახელმწიფოსგან ყოველთვის ელოდონ ძალიან მკაცრ მოპყრობას

ყველამ კარგად გაიაზროს, რომ ეს ქვეყანა უნდა იყოს კორუფციის გარეშე და სახელმწიფოსგან ყოველთვის ელოდონ ძალიან მკაცრ მოპყრობას, - ასე გამოეხმაურა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის ერთ-ერთი რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილების უფროსის დაკავებას.

მისი თქმით, ხელისუფლება ყოველთვის უმკაცრესი იქნება კორუფციის მიმართ.

"კორუფცია ნებისმიერი ქვეყნისთვის არის გამოწვევა. ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის უმკაცრესი იქნება კორუფციის მიმართ. ამიტომ ცხადია, ნებისმიერ ასეთ ფაქტზე სახელმწიფო მოახდენს რეაგირებას და ესაა სწორი მიდგომა. ვინც არ უნდა იყოს, მომხრე იქნება თუ არა, ყველამ კარგად გაიაზროს, რომ ეს ქვეყანა უნდა იყოს კორუფციის გარეშე და სახელმწიფოსგან ყოველთვის ელოდონ ძალიან მკაცრ მოპყრობას," - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა