ხატია მოისწრაფიშვილი - პრეზიდენტის პოზიციაა, რომ ჟენევის ფორმატი არ პასუხობს პოლიტიკურ მოთხოვნებს

პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, ჟენევის ფორმატი არ პასუხობს პოლიტიკურ მოთხოვნებს და აქედან გამომდინარე, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ აუცილებელია მოხდეს ამ ფორმატის განახლება.

"საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ აუცილებელია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და კონფლიქტებთან მიმართებაში მოხდეს ყველა არსებული ფორმატის მაქსიმალურად გამოყენება. ასევე ყველა ტრიბუნის, სადაც კი საქართველოს ხმა გაჟღერდება, გამოყენება იმისთვის, რომ საუბარი მუდმივად იყოს ამ თემაზე, რომ მიდმივად შევახსენოთ რუსებს ჩვენი და ჩვენი პარტნიორების მეშვეობით და მოვუწოდებთ იმ ვალდებულებების შესრულებისკენ, რომელიც რუსეთს აქვს აღებული სხვადახვა ხელშეკრულების მიხედვით.

რაც შეეხება ჟენევის ფორმატს, ამასთან დაკავშირებითაც არის მკაფიო პოზიცია. ჟენევის ფორმატს არ აქვს ალტერნატივა. ის უალტერნატივოა დღესდღეობით, თუმცა ბოლო წლებმა ცხადყო, რომ ამ ფორმატში ხდება ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა და მასზე მუშაობა. ის არ პასუხობს პოლიტიკურ მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ აუცილებელია მოხდეს ამ ფორმატის განახლება და არ აქვს ალტერნატივა იმ ფაქტს, რომ უნდა მოხდეს პოლიტიკური დიალოგის წარმოება. თუ ეს მოხდება ჟენევის ფორმატში, რა თქმა უნდა, ეს არის მისასალმებელი, თუ არადა უნდა მოიძებნოს სხვა გზები, რომლითაც შესაძლებელი იქნება პოლიტიკური დიალოგის წარმართვა", - განაცხადა პრესსპიკერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა