პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზებისას ახალი რეგულაციები დაწესდება

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზებისას ახალი რეგულაციები დაწესდება. ამის შესახებ ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტოში აცხადებენ, რომ ბიზნესოპერატორებმა საფრთხის შემცველი პროდუქტი მხოლოდ სპეციალიზებულ სავაჭრო ქსელებში უნდა განათავსონ. აღნიშნული ცვლილებით თავიდან იქნება აცილებული ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებისა და გარემოს დაბინძურების რისკი.

„1 აპრილიდან პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზატორებს ევალებათ, პესტიციდი და აგროქიმიკატი, როგორც მომეტებული საფრთხის შემცველი პროდუქტი, განათავსონ მხოლოდ სპეციალიზებულ სავაჭრო ქსელებში. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ბიზნესოპერატორები, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის საშუალებების შენახვა-რეალიზაციასთან, 1 აპრილიდან აღიარებას დაექვემდებარებიან. ბიზნესოპერატორებმა უნდა მიმართონ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რომელიც გაუწევს ზედამხედველობას და შედეგების გათვალისწინებით, მიანიჭებს აღიარებას. აღიარების გარეშე დარჩება ბიზნესოპერატორი, რომელიც პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაციას აწარმოებს არასპეციალიზებულ სავაჭრო ობიექტში ან საბითუმო სარეალიზაციო ობიექტი მდებარეობს დასახლებულ ადგილას, ცხოველთა და ფრინველთა სადგომის ან კვებისა და წყალმომარაგების ობიექტების სიახლოვეს.

აღნიშნული ცვლილებით თავიდან ავიცილებთ ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებისა და გარემოს დაბინძურების რისკს.

ბიზნესსექტორის ინფორმირებულობის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ბიზნესოპერატორებთან შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მართავენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა