რომან გოცირიძე - განცხადება, თითქოს ჟენევის ფორმატზე უკეთესი რაღაც უნდა მივიღოთ, სინამდვილეში ამ ფორმატისთვის ძირის გამოთხრაა

განცხადება, თითქოს ჟენევის ფორმატზე უკეთესი რაღაც უნდა მივიღოთ, სინამდვილეში არის ჟენევის ფორმატისთვის ძირის გამოთხრა, - ამის შესახებ ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის ცვლილების თაობაზე.

გოცირიძის შეფასებით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის რევიზია რუსეთის ინტერესებშია.

„ჟენევის ფორმატის რევიზია არის რუსეთის ინტერესებში. განცხადება, რომ თითქოს ჟენევის ფორმატზე უკეთესი რაღაც უნდა მივიღოთ, ეს სინამდვილეში არის მაინც ჟენევის ფორმატისთვის ძირის გამოთხრა. დღემდე სწორედ ჟენევის ფორმატის დატოვებით გვემუქრება რუსეთი. ის ამბობს, რომ იმ ერთადერთი ფორმატიდანაც გავიდეთ, სადაც შეიძლება საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად რუსეთს ველაპარაკოთ და მათ აწყობთ მხოლოდ აბაშიძე-კარასინის შეხვედრა, სადაც არაფორმალური მესიჯები მიდის ივანიშვილისგან და ფორმალური მესიჯები - პუტინისგან. ეს ფორმატი აწყობთ რუსებს. ამიტომ დღეს, ვიდრე წინასწარ არ იქნება შეთანხმებული ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებთან, რომ შესაძლებელია მსგავსი ინიციატივის დაყენება, ეს განცხადება არის სერიოზული პოლიტიკური შეცდომა,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა