ანრი ოხანაშვილი ავსტრიის ელჩს შეხვდა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს არად ბენკოს შეხვდა, რა დროსაც მხარეებმა საქართველოსა და ავსტრიის პარლამენტებს შორის არსებული თანამშრომლობის მიმართულებები და სამომავლო ურთიერთობების პრიორიტეტები განიხილეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება, რასაც ორივე მხარე მიესალმა. ანრი ოხანაშვილმა ავსტრიელ დიპლომატს ავსტრიის პარლამენტის იურიდიულ კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობის დამყარების ინიციატივა გააცნო, რაზეც არად ბენკომ მხარდაჭერის და დახმარების მზაობა გამოთქვა. „ავსტრია საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანაა. იგი საქართველოს ბევრი მიმართულებით მტკიცედ უჭერს მხარს და ეს შეეხება როგორც ტერიტორიების არაღიარების საკითხს და დეოკუპაციის მიმართულებას, ასევე საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას და ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს. შეხვედრაზე ელჩს ავსტრიის პარლამენტის იურიდიულ კომიტეტთან თანამშრომლობის გაღრმავების ინიციატივა გავაცანი. არად ბენკო მიესალმა ჩვენი კომიტეტის ინიციატივას და ავსტრიის მხარესთან კომუნიკაციის დამყარების ხელშეწყობაზე მხარდაჭერა აღგვითქვა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა