დასუფთავების სამუშაოების გამო, ამაღამ მეტეხის გვირაბი გადაიკეტება

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მეტეხის გვირაბში დასუფთავების სამუშაოებს ჩაატარებს. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, მეტეხის გვირაბი, 00:00 საათიდან 27 მარტის 07:00 საათამდე გადაიკეტება.

დედაქალაქის მერიის ცნობით, სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.