ქონების სააგენტო - ფილარმონიის მმართველ კომპანიასთან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სააგენტომ შპს „ინტერნეიშენალ ივენთსთან“ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება, სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოში“ განუცხადეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ამ ეტაპზე ხდება იმ მიზეზების განხილვა, რის გამოც თბილისის საკონცერტო დარბაზის მმართველმა კომპანიამ ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო. ამასთან, 2019 წლის 4 იანვარს გაგზავნილი წერილით „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ „ინტერნეიშენალ ივენთი“ გააფრთხილა, ხელშეკრულების ცალმხრივად შესაძლო შეწყვეტის შესახებ, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ხელშეკრულება შეწყდა.

„ამ ეტაპზე სააგენტოში მიმდინარეობს შპს “ინტერნეიშენალ ივენთს“-ის მიერ სააგენტოში წერილობით წარმოდგენილი იმ მიზეზების ობიექტურობის შეფასების პროცესი, რის გამოც კომპანიას შეექმნა პრობლემები ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად, რის შემდგომაც სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს სააგენტომ შპს „ინტერნეიშენალ ივენთსთან“ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება, არ შეესაბამება სიმართლეს. ხსენებული წერილით მოხდა შპს „ინტერნეიშენალ ივენთს“ ინფორმირება-გაფრთხილება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „ინტერნეიშენალ ივენთს“ შორის, შპს „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე, 2007 წლის 27 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ხელშეკრულების შეწყვეტას, აღნიშნულის თაობაზე სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს,“- განმარტავენ სააგენტოში.

ცნობისთვის, გუშინ ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ/ფილარმონიულმა ორკესტრმა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას ფილარმონიის გადაცემის თხოვნით მიმართეს.

შეგახსენებთ, რომ 2007 წელს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი/ფილარმონია 49-წლიანი მართვის უფლებით შპს „ინთერნეიშენალ ივენთსს“ გადაეცა. ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის დარბაზს სახელმწიფოს წინაშე 3,115,146 ლარის და $177,102 დოლარის დავალიანება ერიცხება. 2019 წლის 18 იანვარს ფილარმონიის მმართველმა ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას წერილით მიმართა, რომელშიც დავალიანება 9 წელზე გადანაწილებას სთხოვს. უწყებას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა