გია ვოლსკი - ეკა ბესელიამ გადაწყვიტა, ივანიშვილს შეუტიოს, რათა პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე პოზიციები გაიმყაროს - „ნაცმოძრაობის“ სტანდარტებში ჩაჯდა

ეკა ბესელიამ გადაწყვიტა, რომ ბიძინა ივანიშვილს შეუტიოს, რათა პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე პოზიციები გაიმყაროს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

გია ვოლსკის განცხადებით, მას გული სწყდება ბესელიას აღნიშნული ქმედების გამო და აღნიშნავს, რომ ეკა ბესელია „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეულ სტანდარტებში ჩაჯდა.

გია ვოლსკის განცხადებითვე, ბრალდებები, რომელიც ბესელიას მხრიდან კობახიძის მიმართ ჟღერდება, ტყუილია და ეს თავად ბესელიამაც იცის.

„გული მწყდება, რომ საკმაოდ გამოცდილმა იურისტმა გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილზე შეტევა. ეს მთავარ ნარატივად გაიხადა, რომ პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე გაიმყაროს პოზიციები და ამით „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეულ სტანდარტებში ჩაჯდა. ის ახსენებს კობახიძეს და კიდევ სხვა გვარებს, მაგრამ თვითონაც კარგად იცის, რომ ეს არის მოგონილი ტყუილი. ეს სჭირდება იმიტომ, რომ ძნელია პოლიტიკურ ველზე საკუთარი ნიშის დაკავება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო