მამუკა მდინარაძე ეკა ბესელიას კრიტიკაზე - არ მგონია, რომ სერიოზული კომენტარები უნდა ვაკეთოთ და მას საშუალება მივცეთ, საინფორმაციო ველზე აქტიური და აქტუალური იყოს

პარლამენტის გადაწვის დაბრალებაღა გვაკლდა - დანარჩენი ყველაფერი დაგვბრალდა, თუ რამე შეიძლებოდა, - ასე ეხმაურება ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მისამართით ყოფილი თანაფრაქციელის, ეკა ბესელიას კრიტიკას.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეკა ბესელია განაწყენებული ადამიანია, რომელიც ბრალდებებით საკუთარი თავის აქტუალიზაციას ცდილობს. მდინარაძე იმასაც ამბობს, რომ უმრავლესობამ მისი განცხადებების კომენტირებას თავი უნდა დაანებოს.

“რეალურად ქვეყნის წინაშე არის ბევრი პრობლემა, ბევრი გამოწვევა. საპარლამენტო საქმიანობა არის ძალიან გააქტიურებული. პარლამენტში მინისტრები ლამის ყოველ დღე დადიან. ამ საკითხების ნაცვლად, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ, ვინ ვის რას დააბრალებს, რომელ ტყუილს გამოიგონებს და ადამიანი, რომელიც არის განაწყენებული, რას იტყვის. შემდეგ ამაზე პასუხის გაცემა, თავის მართლება, იქეთ რაღაცის თქმა - ეს ყველაფერი არასერიოზულ სახეს იძენს. ჩვენ საქმეზე უნდა ვილაპარაკოთ და არა იმ ტყუილებსა და დაბრალებებზე, რაც პროცესს ბოლო პერიოდში გასდევს. არ მგონია, რომ ჩვენ სერიოზული კომენტარები უნდა ვაკეთოთ და ამ ადამიანს მეტი საშუალება მივცეთ, რომ საინფორმაციო ველზე აქტიური და აქტუალური იყოს. ეს არის არასერიოზული. მოსახლეობას ეს არ აინტერესებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„სანამ პარლამენტს გადაწვავს, ეგებ პატრონმა უშველოს, ივანიშვილმა ისევ ჩაკიდოს ხელი და ასე ხელჩაკიდებულმა იარონ, ოღონდ "ნაციონალურ მოძრაობასაც" და მასთან ხელჩაკიდებულ კობახიძესაც ძალიან მალე დავასრულებ“, - ამ სიტყვებით უპასუხა ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ბესელიას დახმარების ხელი უნდა გაუწოდოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო