„ევროპული საქართველო“ ია კერზაიას საქმეზე განათლების მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენებას და პარლამენტში გენერალური პროკურორის მისვლას ითხოვს

„ევროპული საქართველო“ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით განათლების მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს. როგორც ჟურნალისტებს პარტიის ერთ-ერთმა წევრმა სერგი კაპანაძემ განუცხადა, აღნიშნულ საქმეზე პროკურატურას არანაირი შედეგი არ დაუდვია იმის მიუხედავად, რომ მომხდარიდან ოთხ თვეზე მეტი გავიდა.

„უკვე მეოთხე თვეა საზოგადოება ელოდება პასუხებს ია კერზაიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ ამ თემაზე პარლამენტში დაბარებული გვყავდა განათლების მინისტრი, რომელსაც დავუსვით კითხვები. ამის შემდეგ გავიდა 1 თვეზე მეტი დრო. პროკურატურამ, თითქოს, დაიწყო გამოძიება, მაგრამ არც ერთი შედეგი არ დაუდია. არათუ არც ერთი ადამიანი არ დასჯილა, არამედ ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ერთი მხრივ, მე-6 საჯარო სკოლის ეგზეკუციაში და მეორე მხრივ, ია კერზაიაზე ახორციელებდნენ ზეწოლას, ყველანი არიან თანამდებობებზე.

დღეს „სამართლიანი არჩევნების" მიერ გამოქვეყნდა დასკვნა, რომელშიც ყველა ის ეჭვი, რაც კითხვების სახით გაჟღერდა და ჩვენ გვქონდა, დადასტურდა.

იმისთვის, რომ ამ საქმეს მოეფინოს ნათელი, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ განათლების მინისტრმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მას თანამდებობიდან უნდა გაეთავისუფლებინა ეს ადამიანები, რაც არ გააკეთა. ამიტომ უნდა დადგეს მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა,"- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

„ევროპული საქართველო" ითხოვს, რომ გენერალური პროკურორი მივიდეს განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტში და ამ საქმესთან დაკავშირებით მოხსენება წარადგინოს. ამასთან, სერგი კაპანაძის განცხადებით, „ევროპული საქართველო" მიმართავს ამავე კომიტეტს, რომ შეიქმნას თემატური მოკვლევის ჯგუფი.

„ჩვენ ინდივიდუალურად მივმართავთ განათლების კომიტეტის ყველა წევრს, მათ შორის „ქართული ოცნების" წევრებს და მათაც აიღონ პასუხისმგებლობა, მოიწვევენ თუ არა მთავარ პროკურორს.

ახალი რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის კომიტეტებს შეუძლიათ, რომ ჩაატარონ თემატური მოკვლევა სხვადასხვა თემაზე. ამიტომ, ჩვენ განათლების კომიტეტს მივმართავთ დღესვე, რომ შეიქმნას თემატური მოკვლევის ჯგუფი, რომელიც მოკვლევას ჩაატარებს ერთი მხრივ, ია კერზაიას საქმეზე და მეორე მხრივ, ზოგადად განათლების სისტემაში, მათ შორის მასწავლებლებსა და დირექტორებზე არსებულ ზეწოლაზე,"- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს