ანონსი 27 მარტი

27 მარტს, 10:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია პროფესიული გადამზადების პროგრამას გახსნის.

პროგრამის ოფიციალურ დაწყებას ასევე დაესწრებიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ების - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე.

მის.: თბილისი, ვარდების მოედანი, # 1

27 მარტს, 10:00 საათზე, რუსთავში მდებარე სასტუმრო „რუსთავში“ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მთავარი ტექნიკური მრჩეველი კინან ბაჰნასი შრომით უფლებებზე ორდღიან ტრენინგს გახსნის.

27 მარტს, 10:30 საათზე, USAID-ის პროექტი „მმართველობა განვითარებისათვის” (G4G) საქართველოში, „მეწარმე ქალთა საბჭოსთან” (WBCG) ერთად, გამართავს რიგით მე-5 ყოველწლიურ კონფერენციას სახელწოდებით „ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში“.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ: ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი და სხვა ოფიციალური პირები.

მის.: მერაბ კოსტავას ქ. 14

საკონტაქტო პირი: ირინა ირემაშვილი, 591 11 09 91

27 მარტს, 11:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მის: ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

საკონტაქტო: 228-15-21

27 მარტს, 11:00 საათზე, სასტუმრო ,,რუმს თბილისში“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის მიერ ორგანიზებული ღონისძიება-,,მედიაცია საქართველოში“ გაიმართება.

მის: სასტუმრო „რუმს თბილისი“

27 მარტს, 11:00 საათზე უზენაეს სასამართლოსთან ბრიფინგს გამართავს „გირჩის“ მაჟორიტარობის კანდიდატი მთაწმინდის ოლქის შუალედურ არჩევნებში ჰერმან საბო.

თემა: სასამართლოს გათავისუფლება ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანისგან.

მის: ძმები ზუბალაშვილების ქუჩა 32.

საკონტაქტო პირი: ელენე მეგრელიშვილი - 571010200

27 მარტს 11:00 საათზე, თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: ჟ.შარტავას ქ.N7

27 მარტს, 11:00 საათზე, გაეროს ექსპერტი, ეკოლოგი ხათუნა ახალაია „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ახალი ბოსტნეული, ნიტრატებითა და ნატრიტებით გაჯერებული მწვანე კარტოფილი და სხვა; საფრთხეები, რა უნდა გაითვალისწინოს მომხმარებელმა.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო : ეკა გულუა 599726565

27 მარტს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ადვოკატი კახა კოჟორიძე და მოქალაქე მამუკა აბესაძე პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: პროკურატურისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებები. პროკურორი, რომელმაც 2007 წელს მამუკა აბესაძე აიძულა, რამდენიმე მილიონად ღირებული მიწის ნაკვეთი გაეჩუქებინა, დღეს ერთ-ერთი სასამართლოს თავმჯდომარეა.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო: 593 53 45 24

27 მარტს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ ,,კვირას“ პრესკლუბში „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – „აფბას“ ანალიტიკოსი ბაჩო ჯინჭარაძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: სტატუსშეჩერებული სტუდენტების სტატისტიკა, პრობლემები და რეკომენდაციები.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო: 593 53 45 24

27 მარტს, 11:30 საათზე, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ პრესკონფერენციას გამართავს თავდაცვის სამინისტროში გენდერული ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის თაობაზე.

მის.: აკაკი გახოკიძის ქ. 11ა. 0 სართული, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზი.

27 მარტს, 12:00 საათზე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მის: პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

საკონტაქტო: 228-17-55

27 მარტს, 13:00 საათზე, სოციალურ თემაზე ჟურნალისტებისთვის მედია-სემინარი ჩატარდება. მთავარი სპიკერი ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იქნება. დასწრება თავისუფალია.

მის: ჯანდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი (კლინიკა ლანცეტის გვერდით)​.

საკონტაქტო პირი: 558-24-07-70 სალომე გოგინაშვილი

27 მარტს, 13:30 საათზე, სასტუმროში „თბილისი რუმს“ გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს პარლამენტში თემატური მოკვლევების დანერგვის შესახებ. შეხვედრის ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის მთავრობისა და ბრიტანული ორგანიზაციის „ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის“ (WFD) ხელშეწყობით. შეხვედრაზე სიტყვით გამოვლენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში, მუნხტუია ალთანგერელი,

ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) წარმომადგენელი საქართველოში, ბორის ნადირაძე.

მის.: მ. კოსტავას 14, სასტუმრო „თბილისი რუმს“, დარბაზი „გარდენ ჰოლი“

საკონტაქტო: სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, 599196907

27 მარტს, 14:00 საათზე, პოეტი დავით მაღრაძე გაავრცელებს/მიმართავს ქართულ საზოგადოებას.

მის.: ვერის ბაღი

საკონტაქტო პირი: მარიამ გოცირიძე 599 64 23 32

27 მარტს, 14:00 საათზე, საპარლამენტო თემატური მოკვლევის კონცეფციისა და პროცესის შესახებ არსამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.

მის: სასტუმრო „თბილისი რუმსი“ (მ. კოსტავას N14)

27 მარტს, 14:00 საათზე, ვაგზლის მოედნიდან, ლაშა ჩხარტიშვილის ხელმძღვანელობით, ტაქსების ა ვ ტ ო - კ ო ლ ო ნ ა სიგნალების აქციით, პარლამენტთან 15:00 საათზე, „ლეიბორისტული პარტიისა“ და „წითელი ჟილეტების“ მხარდაჭერით დაგეგმილ, ტაქსისტების მხარდამჭერ მიტინგში მონაწილეობის მისაღებად გაემართება.

27 მარტს, 15.00 საათზე, საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია ქალაქ მცხეთის მოსახლეობას, მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს და სხვა დაინტერესებულ პირებს შეხვდებიან

თემა: მცხეთის გენგეგმის შემუშავებისათვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა „აქოლისი“ და სამომავლო გეგმები.

მის: მცხეთა, მუნციპალიტეტის მერია, ანტიოქიის #7

27 მარტს, 15:30 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომელსაც ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ავიაციის მთავარი მარშალი სერ სტიუარტ პიჩი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გახსნიან. (ღონისძიების გაშუქება შეუძლიათ მედიის წარმომადგენლებს, რომლებმაც უკვე გაიარეს აკრედიტაცია „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-თვის).

მის: სასტუმრო „ბილტმორი“ (თაბუკაშვილის ქუჩის მხრიდან)

27 მარტს, 17:00 საათზე, თემატური მოკვლევა - მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენა გაიმართება.

მის: საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

27 მარტს, 17:30 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართება „თიბისი კაპიტალის“ მიერ ჩატარებული კვლევის - „უძრავი ქონების სექტორის ანალიზი“ შედეგების პრეზენტაცია.

მის: თელავის ქ. 20

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა