საქართველოს პარლამენტში 27 მარტს თემატური მოკვლევების დანერგვის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

27 მარტს სასტუმროში „თბილისი რუმს“ გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს პარლამენტში თემატური მოკვლევების დანერგვის შესახებ.

შეხვედრის ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის მთავრობისა და ბრიტანული ორგანიზაციის „ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის“ (WFD) ხელშეწყობით. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს.

მათი ცნობით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს თემატური მოკვლევების დანიშნულებას, უპირატესობებსა და შესაბამის პროცედურებს გააცნობს.

„შეხვედრის მონაწილეებს მიმართავს მუნხტუია ალთანგერელი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში.

ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) წარმომადგენელი საქართველოში, ბორის ნადირაძე, ღონისძიების მონაწილეებს გააცნობს „საპარლამენტო თემატური მოკვლევის გზამკვლევს“, რომელშიც აღწერილია თემატური მოკვლევის ინსტრუმენტები, პრაქტიკა და პროცესები.

შეხვედრის ფარგლებში ასევე გაიმართება ელექტრონული გზამკვლევის შესახებ გადაღებული გრაფიკული ვიდეო რგოლის ჩვენება.

თემატური მოკვლევების დანერგვა გათვალისწინებულია ახალი რეგლამენტით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის დეკემბერში მიიღო. ახალი პროცედურების თანახმად, ყველა საპარლამენტო კომიტეტი და მუდმივმოქმედი საბჭო ვალდებულია, წელიწადში ერთი მოკვლევა მაინც ჩაატაროს“, - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა