ბექა ოდიშარია დუბლინში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ, კომიტეტის თავმჯდომარის რანგში პირველი შეხვედრა დუბლინში, საქართველოს საელჩოში, ქართველ ემიგრანტებთან გამართა.

ბექა ოდიშარიამ ირლანდიაში მცხოვრებ ემიგრანტებს დიასპორის მიმართულებით სახელმწიფოს პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გააცნო და აღნიშნა, რომ უცხოეთში მცხოვრებ ჩვენ თანამემამულეებზე საქართველოს კონსტიტუციაში სპეციალური ჩანაწერი გაკეთდა, რაც საკითხის აქტუალობასა და მნიშვნელობაზე მეტყველებს. მისივე განცხადებით, ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრები ტრადიციული გახდება, რაც კონკრეტულ შედეგებს მოიტანს. კომიტეტის თავმჯდომარემ დიასპორის წარმომადგენლებს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიერ გამოგზავნილი საჩუქრები გადასცა. საქართველოს საელჩოში გამართულ შეხვედრას პარლამენტის წევრი, ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი დაესწრო, რომელმაც ქართული დიასპორის წარმომადგენლებს ირლანდია-საქართველოს საფეხბურთო მატჩზე დასასწრები ბილეთები საჩუქრად გადასცა. საელჩოს კი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ავტოგრაფიანი მაისური უსახსოვრა. ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრას პარლამენტის წევრი, გოჩა ენუქიძე და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე დაესწრნენ.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა