ანრი ოხანაშვილი ეკა ბესელიაზე - ვიცი, რომ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით არსებობდა სუბიექტური ინტერესი

ვანო ზარდიაშვილს არ უკადრებია უკადრებელი და ვანო ზარდიაშვილს მოუწია იმაზე მეტის მოთმენა, ვიდრე რომელიმე პარლამენტის წევრს, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ეკა ბესელიას მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებების შეფასებისას „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ანრი ოხანაშვილის თქმით, ეკა ბესელიას მიერ კოლეგების მისამართით მსგავსი ლანძღვა „ქართული ოცნების“ მწვავე კრიტიკოსებსაც არ უკადრიათ.

„ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფება, როგორ შეიძლება ასე გახვიდე ყოველგვარი ჩარჩოდან და ასეთ პიროვნულ მომენტებში შეხვიდე და პიროვნულად შეეხო შენს კოლეგებს, რაც არ უნდა მოგეწონოს და რაც არ უნდა კრიტიკული იყო. რა თქმა უნდა, ნებისმიერს აქვს უფლება გააკრიტიკოს კოლეგა, თუმცა ოპოზიციის ზოგიერთი მწვავე კრიტიკოსი არ კადრულობს მსგავსი ფორმით ლანძღვას, რასაც ჰქვია ლანძღვა, ეს ხომ სცდება ყველა ზღვარს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა

აღნიშნულის პასუხად წამყვანმა ანრი ოხანაშვილს დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის განცხადება შეახსენა, სადაც ის ამბობს, რომ ეკა ბესელიას ხელებს ფულის სუნი ასდის, რაზეც ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ვანო ზარდიაშვილს უკადრებელი არ უკადრია.

ვანო ზარდიაშვილს არ უკადრია უკადრებელი და ვანო ზარდიაშვილს მოუწია იმაზე მეტის მოთმენა იმასთან დაკავშირებით, რასაც ეკა ბესელია მის მიმართ ამბობდა, ვიდრე რომელიმე პარლამენტის წევრს. ის ეხებოდა პიროვნულად ვანო ზარდიაშვილს, მის ოჯახს აშკარად, ეთერებში და ა.შ. ვანო ზარდიაშვილს ძალიან ღირსეულად ეჭირა თავი და არ უპასუხია ძალიან უხეშ, შეურაცხმყოფელ, პიროვნულ გამონათქვამებზე. თუ ადამიანმა კონკრეტული ფაქტები შეახსენა მას, ეს მისი არჩევანია, თუმცა ვანო ზარდიაშვილი არ შესულა პიროვნულ შეურაცხყოფაში. კონკრეტული საკითხი ახსენა მან“, -, განაცხადა ანრი ოხანაშვილმა

კითხვაზე, რატომ აქამდე არ დაინტერესდა უმრავლესობა, თუ არსებობდა ინფორმაცია ეკა ბესელიას კორუმპირებულობის შესახებ, ანრი ოხანაშვილი პასუხობს, რომ აღნიშნული კითხვა ვანო ზარდიაშვილის მისამართით უნდა დაისვას.

„მე დეტალებში აღარ შევალ. მე ვიცი, რომ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით არსებობდა სუბიექტური ინტერესი და არა მგონია ეს ჟურნალისტებს არ გაეგოთ. ეს არ არის ახალი თემა, რომ კონრეტულ, რამდენიმე პარლამენტის წევრს ჰქონდათ კონკრეტული პროცესებისადმი სუბიექტური ინტერესები. დღესაც დააკვირდით, რა კანონპროექტებს აპროტესტებენ, არ ვიცი, ჯიბრში დგანან თუ რას ჰგავს ეს პროცესი. როგორ შეიძლება, თუნდაც წახვიდე გუნდიდან და „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსი მესიჯებით ისაუბრო. ამით იმ სტანდარტში ჯდები, რითაც „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს“’, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო