ანრი ოხანაშვილი - მიმაჩნია დიდ ტყუილად, რასაც ბესელია ამბობს, რომ თითქოს ვინმე არის კორუფციულ სქემაში შემჩნეული, წარმოადგინოს ფაქტები, თუ  დანაშაულის შეუტყობინებლობას აქვს ადგილი?!

თუ ვინმეს მიმართ რამე გააჩნია წარმოადგინოს, არავის არაფრის არ ეშინია, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თამვჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ეკა ბესელიას განცხადებების პასუხად „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხად.

ანრი ოხანაშვილი ფიქრობს, რომ ეკა ბესელიას განცხადებები ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის შესახებ კომპრომატების არსებობასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან თუ ბესელიას აქვს მსგავსი ფაქტები, უნდა წარმოადგინოს. ანრი ოხანაშვილის თქმით, მაშინ, როცა ადამიანს აქვს კონკრეტული პირების მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ ინფორმაცია და მალავს. დანაშაულია და ეკა ბესელიამ, როგორც იურისტმა, ეს უნდა იცოდეს.

„მე მიმაჩნია ძალიან დიდ ტყუილად, რასაც ის ამბობს,თითქოს ვინმე არის კორუფციულ სქემაში შემჩნეული. მარტივია ძალიან, წარმოადგინოს, თუ ამბობს, რომ ეს ფაქტები აქვს და ყველა გასცემს შესაბამის პასუხს. დანაშაულის შეუტყობინებლობას აქვს ადგილი?! როგორც იურისტს უნდა ესმოდეს. თუ იცის კონკრეტული პირის კონკრეტული დანაშაულებრივი ფაქტები და ამას არ ატყობინებს, ეს არის დანაშაული. დაუსვით შეკითხვა, თუკი მსგავს რამეს აქვს ადგილი, ეს არის თუ არა დანაშაული. მე თუ ვიცი რაღაც ინფორმაცია და არ ვაწვდი ინფორმაციას, მაშინ ამით უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი საგამოძიებო ორგანოები . რა შუაშია აქ პაექრობა და ვიღაცის დაშინება,“-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა