ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული პოლიციელების მიმართ სასამართლოს განაჩენს ბრალდების მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

ბექა ხახუბიას საქმეზე ბრალდებული პოლიციელების მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ბრალდების მხარე არ ეთანხმება. პროკურორის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარე სასამართლოსგან დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ჩაიბარებს, აღნიშნულ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„დასრულდა საქმის განხილვა და მოსამართლემ გამოაცხადა განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი. ნუკრი ხაბელაშვილი, ათმეთაური ცნო უდანაშაულოდ.

გია სადაღაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

რაც შეეხება ზურაბ რუსიშვილს, იგი გამართლდა სსკ-ის 116-ე მუხლის პირველ ნაწილში, თუმცა დამნაშავედ იქნა ცნობილი 333-ე მუხლის პირველ ნაწილში და სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ბრალდების მხარე არ ეთანხმება ამ განაჩენს და მას შემდეგ, რაც ჩავიბარებთ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, გასაჩივრდება სააპელაციო სასამართლოში“, - განაცხადა პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა.

აღნიშნული საქმის განხილვა გორის რაიონულ სასამართლოში თითქმის 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

პარლამენტის წევრის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას ვაჟი, 21 წლის ბექა ხახუბია თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მდებარე გვირაბთან მომხდარი შემთხვევის დროს დაიღუპა.

2017 წლის 17 მაისს, ხახუბია აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომობილით მოძრაობდა, იგი არ დაემორჩილა საპატრულო პოლიციის მოთხოვნას, რის შემდეგაც, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გორის გვირაბთან მისი შეჩერება სცადეს და გვირაბის გამოსასვლელთან გზა სატვირთო ავტომანქანით გადაკეტეს. ხახუბია სატვირთოს შეეჯახა, რა დროსაც გარდაიცვალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა