ეკა ბესელია - მივმართავ ივანიშვილს, ეს პატარა კაცები, რომლებსაც არაერთხელ გავაწანი პოლიტიკური სილა, შეიბრალოს და მიხედოს - რამდენჯერ უნდა გავაწნა სილა, მებრალებიან უკვე

კიდევ ერთხელ მივმართავ მათ პატრონს – ბიძინა ივანიშვილს, ეს პატარა კაცები, რომლებსაც არაერთხელ გავაწანი პოლიტიკური სილა, შეიბრალოს და მიხედოს, რამდენჯერ უნდა გავაწნა სილა, მებრალებიან უკვე”, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

დეპუტატის განცხადებით, სახიფათოა იმ ჯგუფის ხელისუფლების სათავეში ყოფნა, რომლებიც ვერ არჩევენ ვერც ფერებს და ვერც ადრესატს, თუ ვის უნდა ჩაუგდონ სალანძღავი ტექსტი.

„ახლა ვფიქრობ, ამათი ასე ადრე მიტოვება შეიძლებოდა თუ არა, ისეთ საშინელ დღეში ჩავარდნენ. ნეტა ცოტა ხანი ხომ არ სჭირდებოდათ მართლა პატრონი? მივიღეთ აღიარება, რომ ეს გზავნილი სპეციალურად მომზადდა და ფერებივით აერიათ ადრესატები, ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. ამ არეულობაში იკვეთება, რომ ეს ადამიანები, რომლებზეც მე ვსაუბრობ, არ ინდობა ქვეყნის მართვაში.

ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ვერ არჩევს ფერებს და ადრესატებს, თუ ვის უნდა გაუგზავნოს სალანძღავი გზავნილი, სახიფათოა მათ ხელში მართვის სადავე“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა