ირაკლი ხმალაძე - დავით მესხიშვილის კრიტიკას ვერ მივიღებ, რადგან ზონალურ პარკირებაზე საპილოტე პროექტს მას შემდეგ ვიწყებთ, რაც ავტობუსები თბილისში შემოვა

თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარის დავით მესხიშვილის კრიტიკას ზონალურ პარკირებასთან დაკავშირებით ვერ მიიღებს. როგორც ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, მერია ზონალური პარკირების საპილოტე პროექტის ამოქმედებას მას შემდეგ გეგმავს, რაც მოსახლეობას ახალი ავტობუსების სახით ალტერნატივას შესთავაზებს.

„დავით მესხიშვილისგან, ზონალურ პარკირებასთან დაკავშირებით, მე პირადად სერიოზული განცხადება ვერ მოვისმინე და არც ეს განცხადება არ არის სერიოზული. დავით მესხიშვილი რომ ლაპარაკობს ალტერნატივა შევთავაზოთო, ან არ ისმენს რას ვლაპარაკობთ, ან ისმენს და არ უნდა გაიგოს და იტყუება. ჩვენ ზონალურ პარკირებაზე მას შემდეგ დავიწყეთ საუბარი, რაც ავტობუსები ვიყიდეთ და ზონალურ პარკირებაზე საპილოტე პროექტს მას შემდეგ ვიწყებთ, რაც ავტობუსები თბილისში უკვე შემოსული იქნება. ის ლოკაცია, სადაც საპილოტე პროექტი უნდა განხორციელდეს, უზრუნველყოფილი იქნება ალტერნატიული, განვითარებული, ახალი, ჩანაცვლებული ტრანსპორტით და ვერ მივიღებ ამ კრიტიკას დავით მესხიშვილისგან, ისევე როგორც სხვა ოპონენტებისგან, რომ მერიამ ჯერ ის უნდა გააკეთოს და მერე ეს.

პირველი მარტიდანვე შეგვეძლო ყოფილიყო ზონალური პარკირება, მაგრამ არ ვაკეთებთ, იმიტომ, რომ ჯერ არ არის ახალი ავტობუსები თბილისში და როცა შემოვა და მივაწვდით საზოგადოებას ახალ, ჩანაცვლებულ, განვითარებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მხოლოდ მას შემდეგ მოხდება საპილოტე პროექტის განხორციელება ერთ ლოკაციაზე და არა მთელ თბილისში", - განაცხადა ხმალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარემ, დავით მესხიშვილმა განაცხადა, რომ ზონალური პარკირების პროექტის განხორციელებამდე, მერიას ჯერ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მდგომარეობა უნდა გაეუმჯობესებინა და შემდეგ შესაძლოა, აღარ გამხდარიყო საჭირო პარკირების გაძვირება. მისი თქმით, ამ შემთხვევაში მერია თანმიმდევრობას არღვევს, როცა ამ რეფორმას პირველ ეტაპზე ახორციელებს და მოსახლეობას ალტერნატივას არ სთავაზობს.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა