გივი მიქანაძემ ირანელი კოლეგა საქართველოში მოიწვია

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, გივი მიქანაძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე საქართველოსა და ირანს შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და ყურადღება საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის ფორმატებზე გაამახვილეს.

გივი მიქანაძის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება, რასაც მოწმობს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ორმხრივი ვიზიტები და საქმიანი შეხვედრები. რეგიონულ დონეზე თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით, გივი მიქანაძემ ირანელ დიპლომატს საქართველოს პარლამენტის აპარატის ინიციატივა გააცნო, რაც საკანონმდებლო ორგანოების ადმინისტრაციებს შორის დაახლოებას ითვალისწინებს.

„საპარლამენტთაშორისო კავშირის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, 2018 წელს, ჟენევაში ირანელ კოლეგასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრისას, პარლამენტების აპარატებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე შევთანხმდით. აღნიშნულ შეხვედრაზე ირანის ისლამური რესპუბლიკის აპარატის უფროსი საქართველოში სამუშაო ვიზიტით მოვიწვიე, რომლის ოფიციალური მოსაწვევი დღეს ირანელ დიპლომატს გადავეცი“, - განაცხადა გივი მიქანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

პარლამენტის აპარატის უფროსის განცხადებით, პარლამენტის ადმინისტრაციების დონეზე ირანულ მხარესთან დაახლოება საინტერესო და მნიშვნელოვანია, იმდენად, რამდენადაც სავაჭრო-ეკონომიკურ, საგანმანათლებლო და კულტურის მიმართულებით საქართველოს და ირანს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს და ურთიერთობების ახალი ფორმატი, რასაც საკანონმდებლო ორგანოების აპარატების დაახლოება წარმოადგენს, ამ ურთიერთთანამშრომლობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდი პარლამენტის აპარატის ინიციატივას მიესალმა და გივი მიქანაძეს ირანის პარლამენტის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციების დამყარების საკითხზე მხარდაჭერა აღუთქვა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს