რეგიონებში სპორტის მასწავლებლების გადამზადების ახალი ეტაპი დაიწყო

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლების გადამზადებისა და პროფესიული უნარების გაუმჯობესების ტრეინინგები მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, სკოლებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სწავლების გაძლიერების პროექტის ფარგლებში, სპორტის მასწავლებლებისთვის პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობები ამჯერად გორის პირველ საჯარო სკოლაში ჩატარდა.

გორის სკოლაში გამართულ სემინარს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ექსპერტი გია ბეგიაშვილი და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი, სპორტის დამსახურებული მწვრთნელი ხელბურთში მერაბ მეტრეველი უძღვებოდნენ.

სამინისტროს განცხადებით, პროექტის პირველ ეტაპზე, მათი ორგანიზებით სხვადასხვა რეგიონში მომუშავე სპორტის მასწავლებლებისთვის თბილისში სამდღიანი სემინარი მოეწყო.

სემინარში მონაწილეობა მიიღო რეგიონის 48 საგანმანათლებლო რესურსცენტრის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის 60-მდე მასწავლებელმა, რომლებიც მიღებულ ცოდნას უკვე რეგიონის მასშტაბით მომუშავე სპორტის მასწავლებლებს გადასცემენ.

თბილისსა და რეგიონებში მიმდინარე ტრეინინგების მიზანია პროექტის - „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სწავლების გაძლიერება“, განვითარება და სამომავლო გაფართოება, რომელიც ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მიზნით ხორციელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო