ნინო გოგუაძე - გამოვიკვლევთ ყველა დასაბუთებულ მოსაზრებას, რომელიც დეზინფორმაციის და პროპაგანდის გავრცელების საკითხებზე ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფმა, ადგილობრივი ორგანიზაციებისგან დასაბუთებული მოსაზრებების მიღება დაასრულა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საწყის ეტაპზე, მოკვლევის ჯგუფთან თანამშრომლობის სურვილი 30-მა ორგანიზაციამ დაადასტურა, საკითხზე დასაბუთებული წერილობითი მოსაზრებები 16- მა ორგანიზაციამ წარმოადგინა.

„მოცულობითი ინფორმაცია მივიღეთ, როგორც ადგილობრივი ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებისგან. ამ დასაბუთებული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მოსაზრებების გათვალისწინებით ასევე, აღმასრულებელი უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოვკვეთავთ იმ ძირითად საფრთხეებს, რომელიც საქართველოში დეზინფორმაციის და პროპაგანდის გავრცელებას უკავშირდება. ვიმსჯელებთ, კიდევ რა ღონისძიებებია გასატარებელი, როგორც საკანონმდებლო ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე დეზინფორმაციის და პროპაგანდის ზემოქმედების საფრთხეების შესამცირებლად“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

მოკვლევის ჯგუფი, საჭიროების შემთხვევაში, გამართავს ზეპირ მოსმენებს იმ ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით, რომლებმაც დასაბუთებული მოსაზრებები წარმოადგინეს. მოკვლევის პროცესში, ასევე მოუსმენენ აღმასრულებელი უწყებების წარმომადგენლებს. მოკვლევის პროცესის ბოლოს, ჯგუფი შეიმუშავებს დასკვნას და რეკომენდაციების პროექტს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისთვის წარსადგენად.

დასაბუთებული მოსაზრებები წარმოადგინეს შემდეგმა ორგანიზაციებმა: CIPDD - მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი ; IDFI - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი; GFSIS - საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი - რონდელის ფონდი; საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ; NDI - ეროვნული დეკორატიული ინსტიტუტი; CRRC – კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი; GRASS - საქართველოს რეფორმების ასოციაცია; TI - საერთაშორისო გამჭვირვალობა ; MDF- მედიის განვითარების ფონდი; GSAC - საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი; საქართველოს მდგრადი განვითარების ასოციაცია; თბილისის ლიბერალური აკადემია ; ტაბულა; მედია კლუბი, საია- ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, IRI- საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა