წითელ ხიდზე CAREC-ის ქვეყნების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

„SPS სისტემის მოდერნიზაცია ვაჭრობის გამარტივებისათვის“ პროექტის ფარგლებში, დღეს, საბაჟო გამშვებ პუნქტს ,,წითელი ხიდი“, CAREC-ის ქვეყნების წარმომადგენლები ეწვივნენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, დელეგაციის წევრებმა სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი დაათვალიერეს და ადგილზე გაეცნენ სანიტარიულ, ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარულ სასაზღვრო კონტროლის პროცედურებს.

„წითელ ხიდზე“ სტუმრებს შემოსავლების სამსახურის საბაჟო და საერთაშორისო დეპარტამენტების წარმომადგენლები ახლდნენ.

CAREC-ის ქვეყნების წარმომადგენლები, საქართველოში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერითა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით, 25-27 მარტს, სამუშაო შეხვედრის „მავნე ორგანიზმებზე რეგიონალური ზედამხედველობის პოლიტიკის საკითხებზე დიალოგი“- ფარგლებში იმყოფებოდნენ.

ვიზიტის მიზანს, CAREC-ის ქვეყნებს შორის ფიტოსანიტარიული მიმართულებით, მავნე ორგანიზმებზე ზედამხედველობის კუთხით, გამოცდილებისა და სიახლეების გაზიარება და ერთობლივი კონცეფციის შემუშავება წარმოადგენდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა