საქართველოში სერბეთის რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობა გაიხსნება

საქართველოში სერბეთის რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობა გაიხსნება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა, დღეს გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. ირაკლი კობახიძემ სერბეთის რესპუბლიკაში ვიზიტი ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყო. მხარეებმა, ასევე, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების დანიშვნის საკითხი განიხილეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნა და პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ორმხრივი ურთიერთობის შემდგომ გაღრმავებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

მისივე ინფორმაციით, სერბეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა ჩვენს ქვეყანაში უახლოეს თვეებში გაიხსნება.

„პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში გაიხსნება სერბეთის რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობა. ასევე მან დღესვე გასცა დავალება, რომ დაიწყოს მუშაობა სერბეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეისების დაწყების შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს სერბეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. ეს არის სერბეთის პრეზიდენტთან ჩვენი საუბრის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სერბეთში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაში დეპუტატები: გოგა გულორდავა, გიორგი თოთლაძე, ზაქარია ქუცნაშვილი და დავით ბაქრაძე, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა