ვილნიუსში „ქართველების ქუჩა" დაარსდა

ლიეტუვის რესპუბლიკის დედაქალაქში „ქართველების ქუჩა" დაარსდა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროდან „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, ლიეტუვაში მიმდინარე „საქართველოს კულტურის გაზაფხული ლიეტუვაში 2019 “ ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ ვილნიუსის ერთ-ერთ რაიონში "ქართველების ქუჩა" - Kartvelu Street გახსნა.

უწყების ცნობით, ღონისძიება მუსიკალურად გააფორმეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ანსამბლ „სულიკოს“ მომღერლებმა.

„აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მაისში ლიეტუვამ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება საქართველოს აუთენტური დასახელების Sakartvelo-ს ლიეტუვურ ენაში დამკვიდრების თაობაზე ორი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის ასი წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში. შესაბამისად, ვილნიუსში ახლად გახსნილ ქუჩას ასევე Kartvelu Street ანუ ქართველების ქუჩა ეწოდა.

ამასთან, საყურადღებოა, რომ მიმდინარე წელს აღინიშნება დამეგობრებული დედაქალაქების - თბილისისა და ვილნიუსის დამეგობრების 10 წლისთავი. ამ ღირშესანიშნავ თარიღს მიეძღვნა ანსამბლ „სულიკოს“ საჯარო კონცერტი ქ. ვილნიუსში მდებარე თბილისის სახელობის სკვერში, სადაც ვილნიუსის მცხოვრებლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ ხელოვნებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა