ნათია მეზვრიშვილი - დღეს შესაძლებელია გავაკონტროლოთ, დაკავებულს განყოფილებებში შეყვანის ან გამოყვანისას ჰქონდა თუ არა ფიზიკური დაზიანება

„სათვალთვალო კამერები უყურებს დეპარტამენტების, განყოფილებების და სამმართველოების გარე და შიდა პერიმეტრებს“, - ასე უპასუხა დეპუტატების კითხვას სათვალთვალო კამერებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველს უსმენენ და სხვადასხვა უწყებების მხრიდან ობუდსმენის რეკომენდაციების შესრულების საკითხებს განიხილავენ.

„დღეს მდგომარეობით რეალურად კამერები დამონტაჟებულია ყველგან და უყურებს გარე პერიმეტრს კონკრეტული დეპარტამენტების, განყოფილებების და სამმართველოების, ასევე შიდა პერიმეტრს, მთლიანად კორიდორს. ვფიქრობთ, ამ პირობებში მნიშვნელოვანწილად მიღწეულია ის მიზანი, რისთვისაც საჭირო იყო კამერების დამონტაჟება. დღეს არსებობს შესაძლებლობა, გავაკონტროლოთ, რა პირობებში მოხდა დაკავებული პირების განყოფილებებში შეყვანა, რა დრო დაჰყვეს ამ ადამიანებმა პოლიციის განყოფილებებში, შეყვანისას ან გამოყვანისას ჰქონდათ თუ არა ფიზიკური დაზიანება. ძალიან ბევრი ისეთი დეტალი, რომლის შესახებაც ბევრი წლის მანძილზე იყო კითხვის ნიშნები, ამ კამერებით გვარდება.

რაც შეეხება უშუალოდ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ადგილს - ჩვენ პოლიციის ყველა განყოფილებაში არ გვაქვს ცალკე ოთახი. ყველა დაწესებულებაში არ არის სპეციალური სივრცეები. ზოგან, მაგალითად არის დაკითხვის ოთახი, ზოგან დაკითხვა ხორციელდება სამუშაო ოთახებში. სახალხო დამცველის რეკომენდაციები რომ შესრულდეს იმ მოცულობით, რა მოცულობითაც გაიცა, ჩვენ გარკვეული ინფრასტრუქტურული ცვლილებების განხორციელება მოგვიხდება, რადგან სამუშაო ოთახში საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს კამერების დამონტაჟებას“, - განაცხადა მეზვრიშვილმა და იქვე დასძინა, რომ შსს ეტაპობრივად ნერგავს სიახლეებს და ეტაპობრივად ასრულებს რეკომენდაციებს, რომელიც არა მხოლოდ სახალხო დამცველისგან, არამედ საერთაშორისო ინსტიტუტებიდან მოდის.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს