პრეზიდენტის სასახლეში მცხეთის მუზეუმის საექსპოზიციო კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მცხეთის მუზეუმის საექსპოზიციო კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზენტაცია სტუმრებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პარტნიორის პოლონური ინსტიტუტის მოწვეულმა სპეციალისტმა, მუზეუმის დიზაინერმა მიროსლავ ნიჟომ წარუდგინა, რომელიც მცხეთის მუზეუმის პროექტზე უკვე 5 თვეა მუშაობს.

კულტურის განათლებისა და მეცნიერების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის კოტე ნაცვლიშვილის განცხადებით, მიროსლავ ნიჟო მსოლფიოში ერთ - ერთი საუკეთესო სპეციალისტია და მას რამდენიმე, მსოფლიოში ცნობილი მუზეუმის კონცეფცია ეკუთვნის, მათ შორის - ებრაული მუზეუმი ვარშავაში და ვოლოდომორის მუზეუმი უკრაინაში, რომელიც დასრულების სტადიაშია.

მცხეთის მუზეუმის რეკონსტრუქციის პროექტის არქიტექტურული ნაწილის ავტორი ზაზა იაშვილია და ის მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებითა და მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით ხორციელდება. შენობა მცხეთის ისტორიულ ზონაში მდებარეობს, რომელიც იუნესკოს დაცვის ქვეშაა.

მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკევიჩი, საქართველოში პოლონური ინსტიტუტის დირექტორი ლეხ კონჩაკი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, ეროვნული მუზეუმის, ICOM Georgia-ს, DOCOMOMO Georgia-ს ხელმძღვანელები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო