რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე, ტაქსის მძღოლების აქციაზე, ერთ-ერთი მძღოლი შეუძლოდ გახდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა მოქალაქეს ადგილზე პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა, შემდგომ კი კლინიკაში გადაიყვანა.
ტაქსის მძღოლებმა რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები სადგურის მოედანზე შეიკრიბნენ და რუსთაველზე, პარლამენტის შენობისკენ მსვლელობა მოაწყეს. აქციის ერთ- ერთი ორგანიზატორის ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, თუკი ხელისუფლება არ გააუქმებს დაწესებულ რეგულაციებს, შესაძლოა, „ტაქსისტების რევოლუციაც“ მოხდეს.