ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ გაფიცვის გაგრძელების შემთხვევაში, სოციალურ მუშაკებზე სახელფასო ანაზღაურება აღარ გაიცეს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას განცხადებით, გაფიცვის გაგრძელების შემთხვევაში, მომავალი თვიდან სოციალური მუშაკების სახელფასო ანაზღაურების საკითხი შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, ჯანდაცვის სამინისტროს ექნება თუ არა ორმაგი სახელფასო ხარჯი შტატგარეშე თანამშრომლების დამატებიდან გამომდინარე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ასე არ იქნება, რამდენადაც სავარაუდოდ, მომავალი თვიდან სამინისტრო გაფიცულ სოცმუშაკებს ხელფასს აღარ გადაუხდის.

„მიმდინარე თვის ხელფასი უკვე გადაერიცხათ გაფიცულ სოციალურ მუშაკებს, თუმცა მომავალი თვიდან ალბათ, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ხელფასის ანაზღაურება, რამდენადაც კანონით ვალდებულება დამსაქმებელს არ აქვს, რომ ასეთ შემთხვევაში აუნაზღაუროს ხელფასი,“ - განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

მისივე თქმით, სოციალური მუშაკების გაფიცვის გამო ბენეფიციარებს მომსახურებას სამინისტროს თანამშრომლები და შტატგარეშე თანამშრომლები უწევენ, რაც პრობლემის დროებითი გადაწყვეტაა.

„ჯანდაცვის სამინისტროს უპირველესი ამოცანაა, ბენეფიციართათვის სოციალური სერვისების უწყვეტ რეჟიმში შეფერხებების გარეშე მიწოდება. იმისთვის, რომ ბენეფიციარებს არ შეუწყდეთ სერვისები, ვმუშობთ ფორსმაჟორულ რეჟიმში, სოციალური მუშაკების მოვალეობებს სამინისტროს თანამშრომლები ასრულებენ, რომლებიც წესით თავისი საქმით უნდა იყვნენ დაკავებულნი. რა თქმა უნდა, ეს გრძელვადიან პერიოდში გამოსავალი არაა. თუ გაფიცვა გაგრძელდება, ავიყვანთ შტატგარეშე კადრებს, რაც ასევე პრობლემების დროებითი გადაწყვეტა იქნება. სწორედ ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ სოციალური მუშაკები სამუშაო რეჟიმში გააგრძელებენ ჩვენთან თანამშრომლობას,“ - განაცხადა ბარკალაიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა