მამუკა მდინარაძე - დიახ, ბიძინა ივანიშვილი ეკა ბესელიას “ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში ჩაწერის წინააღმდეგი იყო

დიახ, ეს ნამდვილად ასე იყო, - ასეთი პასუხი გასცა ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ კითხვას, თუ რამდენად სწორია ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი ეკა ბესელიას “ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში ჩაწერის წინააღმდეგი იყო.

“მაშინ ბიძინა ივანიშვილი პარტიულ საქმიანობაში აქტიურად არ იყო ჩართული. მაშინ ის მხოლოდ რჩევით შემოიფარგლა“, - დასძინა მდინარაძემ.

მდინარაძემ დღეს ეკა ბესელიას კრიტიკის შეფასებისგან თავი შეიკავა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლანძღვა-გინებასა და ჭორაობაზე კომენტარების კეთებას აღარ აპირებს.

“პარლამენტში გაცილებით მეტი სერიოზული საქმეა საკეთებელი. საზოგადოება ამ ჭორაობითა და ლანძღვით დაიღალა. ეს საზოგადოებრივი ინტერესი ნამდვილად არის“, - განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა