ნათია მეზვრიშვილი - იზოლატორების მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ 2019 წელს სამართალდამცავების მიერ დისციპლინური გადაცდომის ფაქტები პრაქტიკულად აღარ ფიქსირდება

„იზოლატორების მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ 2019 წელს სამართალდამცავების მიერ დისციპლინური გადაცდომის ფაქტები პრაქტიკულად აღარ ფიქსირდება“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებაზე ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს უსმენდნენ. მეზვრიშვილის თქმით, გასული წლის განმავლობაში გენერალურმა ინსპექციამ სამართალდამცველების მიმართ 1 500-ზე მეტ შემთხვევაში გამოიყენა დისციპლინური სახდელი.

„გენინსპექციის მიერ 2018 წელს 1 500-ზე მეტი დისციპლინური სახდელია გამოყენებული და ეს არ არის მხოლოდ შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირების შედეგი. ფაქტობრივად, გაორმაგებულია მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით და ეს არის პროაქტიული მუშაობის შედეგი. ცხელი ხაზი აღარ ასრულებს მხოლოდ საჩივრის მიღების ფუნქციას. რეალურად, გენინსპექციის თანამშრომლები არ არიან დამოკიდებულები მხოლოდ ცხელი ხაზით მიღებულ ინფორმაციაზე და პროაქტიულად გამოვლენაზე მუშაობენ. ფაქტობრივად, ყველა მსხვილ სტრუქტურულ დანაყოფში ჩვენ გვყავს მონიტორინგის სამსახური. იზოლატორების მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ 2019 წელს დისციპლინური გადაცდომის ფაქტები პრაქტიკულად აღარ ფიქსირდება იმიტომ, რომ პრევენციაზე მონიტორინგის სისტემის და ვიზიტების მეშვეობით იმდენად კარგად იმუშავეს ამ ადამიანებმა, რომ მინიმუმამდე იქნა დაყვანილი გადაცდომების შემთხვევები,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის, პროკურატურის, იუსტიციისა და შს სამინისტროების წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშები წარადგენეს. აღნიშნული დადგენილება პარლამენტმა 2018 წლის 19 ივლისს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით გამოსცა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა