პროკურატურის წარმომადგენელი მაჩალიკაშვილის საქმეზე - კომისიური ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, შესაძლებელი იქნება მივიღოთ შემაჯამებელი გადაწყვეტილება

კომისიური ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, იქნება შესაძლებელი საქმეზე მივიღოთ შემაჯამებელი გადაწყვეტილება: კონკრეტული პირის მიმართ დავიწყოთ სისხლის სამართლის დევნა ან მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება გამოძიების დასრულების შესახებ, - ამის შესახებ დეპუტატებს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსმა სალომე შენგელიამ განუცხადა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებს უსმენენ, პროკურატურის წარმომადგენელმა იმ საგამოძიებო მოქმედებეზე ისაუბრა, რომელიც მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

„გამოძიება მიმდინარეობს თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, სისხლის სამართლის კოდექსის 336-ე მუხლის, მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურეობრივ უფლებამოსილების გადამეტებას ჩადენილი ძალადობით. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა ყველა შესაძლო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი მოწმეები. დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, დაინიშნა არაერთი ექსპერტიზა: სასამართლო, სამედიცინო, ბალისტიკური, კომპლექსური, მცენარეთა, ნაკეთობათა ექსპერტიზები. ახლა ბოლოს რასაც ველოდებით დანიშნული იყო ორი კომისიური ექსპერტიზა. ერთი კომისიური ექსპერტიზა დანიშნული იყო თვითონ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საგამოძიებო უწყებების მიერ, ხოლო მეორე ექსპერტი ითხოვა თავად თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახმა“, - განაცხადა სალომე შენგელიამ.

მისივე ინფორმაციით, ექსპერტების დასკვნები ერთმანეთისგან განსხვავდება, არ ემთხვევა ექსპერტების დასკვნებში ტყვიის ტრაექტორია, თემირლან მაჩალიკაშვილის მდებარეობა გასროლის მომენტში, ასევე ექსპერტებს განსხვავებული პოზიცია აქვთ საავადმყოფოში თემირალნის მკურნალობასთან დაკავშირებით.

„ექსპერტების დასკვნებს შორის სხვადასხვაობაა. გამოძიება ელოდება კომისური ექსპერტიზის დასკვნას და უკვე ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი საქმეზე მივიღოთ შემაჯამებელი გადაწყვეტილება: კონკრეტული პირის მიმართ დავიწყოთ სისხლის სამართლის დევნა მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, ან მივიღოთ შესაბამის გადაწყვეტილება გამოძიების დასრულების შესახებ“, - განაცხადა შენგელიამ.

კიდევ ერთი თემა, რაზეც პროკურატურის წარმომადგენელმა ისაუბრა, ოჯახის მხრიდან გამოძიების მასალების გაცნობაა. როგორც ის აცხადებს, მაჩალიკაშვილების ოჯახი და ადვოკატები საქმის მასალებს ხუთჯერ გაეცნენ.

„მათ ჰქონდათ სრული წვდომა საქმის მასალებთან, აბსოლუტურად ყველა მტკიცებულებას გაეცნენ, წარმოადგინეს საკუთარი პოზიციები, მოითხოვეს კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რაც საგამოძიებო ორგანოებს მიერ დაკმაყოფილდა. ისინი ინფორმირებული არიან ყველა დეტალზე, იმ ნაწილის გარდა, რაც არის საიდუმლო“, - განაცხადა მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა