მამუკა მდინარაძე - პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელება, პირველ რიგში, ხელისუფლებას და სამართლდამცავ ორგანოებს ურტყამს

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელება პირველ რიგში ხელისუფლებას და სამართლდამცავ ორგანოებს ურტყამს - ეს არის საკითხი, სადაც ვართ პრინციპული და შეუვალი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, ამ საქმეში ნებისმიერი პირის მიმართ არის სოლიდარული, ვისაც არ უნდა ეხებოდეს.

“ეს ის საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც ყოველგვარი პირობების გარეშე, მოგვწონს თუ არა რომელიმე ადამიანი, ვინც შეიძლება ასეთი ვიდეო კადრების გავრცელების მსხვერპლი აღმოჩნდეს, მის მიმართ სოლიდარული უნდა ვიყოთ. მოვუწოდებ სამართლდამცავებს, რომ მსგავსი საქმეები ბოლო დეტალებამდე გამოიძიონ და ამ ქვეყანაში მსგავსი კადრების გავრცელება ერთხელ და სამუდამოდ, დამთავრდეს“, - განაცხადა მდინარაძემ.

მანვე დასძინა, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს მკაცრად პრევენციის მიზნით, რათა კანონით დაცული სიკეთე არასდროს შეილახოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა