"საქართველოს ბანკის" ფინანსური მხარდაჭერით „აქსის თაუერსის“ პროექტის ნაწილი გაიხსნა

"საქართველოს ბანკის" ფინანსური მხარდაჭერით, „აქსის თაუერსის“ პროექტის ნაწილი გაიხსნა. როგორც „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყნის წამყვანი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, „აქსის თაუერსის“ ცათამბჯენის ერთ-ერთმა მიმართულებამ - სავაჭრო ცენტრმა ფუნქციონირება დაიწყო.

მისივე ცნობით, ულტრათანამედროვე კომპლექსის პირველი ბინადარი, აგროპროდუქტების პოპულარული ჰიპერმარკეტი - „აგროჰაბი“ იქნება.

„დედაქალაქში ყველაზე მაღალი შენობის მშენებლობა, რომელიც სიმაღლეში 147 მეტრია, "საქართველოს ბანკის" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ბანკმა აღნიშნული პროექტისთვის 25 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება გამოყო.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, ეკონომიკურად გამართული პროექტების დაფინანსება, რადგან წარმატებული კერძო სექტორი, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა. „აქსისი“ გამორჩეული არქიტექტურით, დატვირთული სხვადასხვა ფუნქციებით, მასშტაბითა და მნიშვნელობით ქართული არქიტექტურისა და ინჟინერიის წარმატების სიმბოლოდ არის აღიარებული. ამიტომ ჩვენთვის ორმაგად სასიამოვნოა, მხარი დავუჭიროთ ასეთი პროექტის განვითარებას. ვფიქრობთ, საქართველოს ბანკისა და „აქსისის“ პარტნიორობის შედეგად განხორციელებული ინვესტიცია, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კომპანიის სამომავლო განვითარებას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვასილ ხოდელმა.

„აქსის თაუერსის“ გამორჩეული არქიტექტურაა - 37-სართულიანი ნაგებობითა და დამატებით 4 მიწისქვეშა სართულით. პიედესტალით გაერთიანებული ქვისა და მინის კოშკების ყოველი სართული 2 გრადუსით ბრუნავს ბირთვის გარშემო, რაც შენობების მოძრაობის ილუზიას ქმნის. „აქსის თაუერსი“ მთლიანად ქართული პროექტია, რომელიც შექმნილია ქართველი არქიტექტორების მიერ უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით. კომპლექსი თანაინვესტირების ფონდის თანამონაწილეობით აშენდა, პროექტის ერთობლივი ინვესტიცია 100 მლნ დოლარს შეადგენს. „აქსის თაუერსის“ 5 დეველოპერულ მიმართულება აერთიანებს - 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „პულმანს“, ბიზნესცენტრს, გასართობს, საცხოვრებელსა და კომერციულ სივრცეებს. კომპლექსში, ასევე, განთავსდება საგამოფენო და რეკრეაციული სივრცეები.

„აქსის თაუერსის“ მშენებლობა წელს დასრულდება, და მისი ხუთი დეველოპერული მიმართულება ეტაპობრივად დაიწყებს ფუნქციონირებას: ბიზნესცენტრი, საცხოვრებელი, სასტუმრო და გასართობი სივრცეები“, - ნათქვამია საქართველოს ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს