ფარული კადრების საქმეზე დაკავებულის დეიდა - სამართალდამცავები სახლში შუა ღამით მოვიდნენ და თქვეს, რომ ჩემი დისშვილი ჯარში მიჰყავდათ

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელების ბრალდებით, სამართალდამცველებმა ახალგაზრდა ბიჭი აჭარაში დააკავეს.

როგორც დაკავებულის დეიდამ, ლილი ტაკიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ღამის 03:00 საათზე სამართალდამცველები სახლში მივიდნენ და გამოუცხადეს, რომ მისი დისშვილი ჯარში მიჰყავდათ.

„მოტყუებით დააკავეს და გადაიყვანეს, ჩვენ კი არაფერი განგვიმარტეს, რისთვის აკავებდნენ ბიჭს, რომელიც აბიტურიენტია. ბრალდება მედიასაშუალებებით გავიგეთ. საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს, როგორც სოფელ კაპრეშუმში, ასევე შუახევში, სოფელ ზემოხევში, სადაც დაკავებული ბიჭის მშობლები ცხოვრობენ. ჩემი დისშვილი აბიტურიენტია და დროებით ჩემთან ცხოვრობდა და გაურკვეველია, რატომ ედავებიან აღნიშნულს“, - განაცხადა ლილი ტაკიძემ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული არასრულწლოვანია, თუმცა ოჯახის განცხადებით, ის 18 წლისაა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა