Global Finance-მა „თიბისი ბანკი“ სავალუტო კონვერტაციების სერვისების საუკეთესო პროვაიდერად დაასახელა საქართველოში

„ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა, Global Finance „თიბისი ბანკი“ საქართველოში 2019 წლის საუკეთესო პროვაიდერად დაასახელა სავალუტო კონვერტაციების სერვისების მიმართულებით. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბაკიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საერთაშორისო აღიარება „თიბისი ბანკმა“ ტრანზაქციების მოცულობის, ბაზრის წილის, გლობალური დაფარვის არეალის, მომხმარებლებისთვის შეთავაზებული გამორჩეული მომსახურების, კონკურენტული ფასებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით მიღწეული წარმატებისთვის მოიპოვა.

წელს Global Finance-მა სავალუტო კონვერტაციების სერვისების საუკეთესო პროვაიდერი ფინანსური ინსტიტუტები უკვე მე-19-ედ დაასახელა მსოფლიოს 114 ქვეყანაში. დაჯილდოებისთვის სპეციალურად შერჩეულ ჟიურის წევრებს ეკონომიკის ანალიტიკოსები და ტექნოლოგიების ექსპერტები წარმოადგენდნენ.

„სავალუტო ტრანზაქციებთან დაკავშირებული ჯილდოები იმ ფინანსურმა ინსტიტუტებმა მიიღეს, რომლებმაც კარგი ანალიზისა და სწრაფი რეაგირების წყალობით შეძლეს მომხმარებლების მხარდაჭერა სავალუტო-საბაზრო ცვლილებებთან ადაპტირების მიმართულებით“, - განაცხადა ჯოზეფ გიარაპუტომ, „Global Finance“-ის გამომცემელმა და სარედაქციო დირექტორმა.

„საერთაშორისო ფინანსური ჟურნალი „Global Finance“ 1987 წელს დაარსდა და ის 50,000-იანი ტირაჟით გამოიცემა მსოფლიოს 188 ქვეყანაში. „Global Finance“-ის მკითხველებს წარმოადგენენ ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საინვესტიციო და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაზე. ჟურნალის ვებ-გვერდზე (GFMag.com) გამოქვეყნებული სტატიები და ანალიტიკური მასალა ასახავს 32-წლიან გამოცდილებას საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე და მკითხველს სთავაზობს მნიშვნელოვან ინფორმაციასა და მონაცემებს 192 ქვეყნის შესახებ. ჟურნალის მთავარი ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს, მისი ფილიალები კი წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

„Global Finance“ უკვე 20 წელზე მეტია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში. წლების განმავლობაში, "თიბისი ბანკს" Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში. საერთაშორისო გამოცემამ „თიბისი ბანკი“ სავალუტო კონვერტაციების სერვისების საუკეთესო პროვაიდერად უკვე მესამედ დაასახელა“, - აღნიშნულია „თიბისი ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო